გაერთიანებული შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

 

28 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს უწყებათა წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურების სრული კოორდინაციის უზრუნველყოფა რეგიონში. განიხილეს მცხეთა-მთიანეთში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის, მელიორაციის, გასარწყავიანების, საზაფხულო საძოვრების, თევზჭერისა და ნარჩენების მართვის პრობლემები. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებები ადგილობრივ  ხელისუფლებასთან ინტენსიური თანამშრომლობის ფორმატში რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად აქტიურად იმუშავებენ.