პროექტი "დავასუფთაოთ საქართველო"

30 მარტს, მცხეთა - მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში,  საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.  შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა - მთიანეთის სახელმწიფო - რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძე და  რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლები.

შეხვედრაზე ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ  დეტალურად განიხილა  ნარჩენებთან დაკავშირებული ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები, საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნები  და  ნარჩენების მართვის დაგეგმვა.   გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ კი ისაუბრა  საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების  გავლენაზე და  შეაფასა მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობა.