პროექტი „მილიონი სვლა“

29 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძე შეხვდა  კვლევისა და განვითარების ასოციაციის დირექტორს ალექსანდრე სულავას. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ელექტრონული ჭადრაკის  განვითარების პერსპექტივებზე და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ონლაინ საჭადრაკო პლატფორმასთან CHESS.COM შექმნილ აპლიკაციაზე „მილიონი სვლა“, რომელიც მოქალაქეებისთვის „ონლაინ ტურებში“ ჩართვას იოლად ხელმისაწვდომს ხდის.

პროექტის „მილიონი სვლა“ ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში, კოორდინატორები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეებს ჭადრაკს ათამაშებენ. პროექტის მთავარი არსია ადამიანებმა გააგრძელონ საჭადრაკო პარტია, სადაც ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ სვლას აკეთებს.

აღნიშნულ პროექტს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მოქალაქეებიც შეუერთდებიან და საკუთარ სვლებს გააკეთებენ მიმდინარე საჭადრაკო ტურნირში.