შეხვედრა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან

28 მარტს, მცხეთა - მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა , თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიარმა და საკრებულოს თავჯდომარემ გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა - მთიანეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერთან დავით შუხოშვილთან და კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს . შეხვედრაზე განიხილეს წყალმომარაგების საკითხი თიანეთის მუნიციპალიტეტში