საქართველო ევროპულ გზაზე

20-21 მარტს, ქ. მცხეთაში, „საქართველო ევროპულ გზაზე“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (სსო) სპეციალური ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა DCFTA-ის ძირითადი მოთხოვნები და ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას საწარმომ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად, როგორ უნდა მოხდეს ბიზნეს პარტნიორების მოძიება ევროკავშირში და რა პოტენციური სტრატეგიები  არსებობს ევროპულ ბაზარზე შესვლის მისაღწევად.

პროექტი „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდულის შექმნა“ 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება.  ტრენინგების სერია, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება, ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორის სათანადო ინფორმირებას, მცირე და საშუალო ბიზნესის დაწინაურებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გაფართოებას.