სამუშაო შეხვედრა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებთან

13 მარტს, მცხეთა - მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ლევან ზაუტაშვილმა და მოადგილე მანანა ნარიმანიძემ,მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან გიორგი ცხადაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან . იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებიც გუბერნატორის მხარის მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა. მხარეები შეთანხმდნენ რომ აღნიშნული პრობლემები შეძლებისდაგვარად იქნება მოგვარებული.