შეხვედრა გუდამაყრის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობასთან

7 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა გუდამაყრის მოსახლეობას. გუბერნატორი გაეცნო ტერიტორიულ ერთეულში არსებულ ვითარებას, გაესაუბრა მოსახლეობას, მოისმინა არსებული პრობლემების შესახებ და იმსჯელა მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე. ლევან ზაუტაშვილმა ადგილობრივებისგან ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგების შესახებ მოისმინა: რამდენად ეფექტური იყო აღნიშნული სამუშაოები და აისახა თუ არა ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. გუბერნატორი გუდამაყრის მცხოვრებლებს ტერიტორიულ ერთეულში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც ესაუბრა და პროცესებში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სრული ჩართულობა დააანონსა.