საინფორმაციო შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით

7 მარტს, სამხარეო ადმინისტრაციაში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს მავნებლის საწინააღმდეგოდ შექმნილ სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე და აღინიშნეს, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან, ამ მიმართულებით მასშტაბური ღონისძიებები გატარდება. სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს. შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტმა ხათუნა გოცირიძემ დაწვრილებით ისაუბრა რა პირობები უწყობს ხელს მწერს გამრავლებისთვის. ბესიკ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მათი უკეთ ინფორმირებულობის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.