შეხვედრა ფასანაურის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობასთან

2 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი  ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ფასანაურის მოსახლეობას. გუბერნატორი გაეცნო ტერიტორიულ ერთეულში არსებულ ვითარებას, გაესაუბრა მოსახლეობას, მოისმინა არსებული პრობლემების შესახებ და იმსჯელა მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე. ლევან ზაუტაშვილმა ფასანაურის მცხოვრებლებისგან ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგების შესახებაც მოისმინა: რამდენად ეფექტური იყო აღნიშნული სამუშაოები და აისახა თუ არა ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შეხვედრის დასასრულს გუბერნატორმა მოსახლეობას ფასანაურის ტერიტორიულ ერთეულში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პროცესებში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სრული ჩართულობა დააანონსა.