შეხვედრა ჭართლის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობასთან

2 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი ჭართლის ტერიტორიულ ერთეულს ესტუმრა. გუბერნატორი ესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმინა იმ აქტუალური და პრობლემური საკითხების შესახებ, რომლებიც ტერიტორიულ ერთეულს აწუხებს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. სოფლის მცხოვრებლებმა იმ სასიკეთო საქმეების შესახებაც ისაუბრეს, რომლებიც ბოლო წლებში ტერიტორიულ ერთეულში განხორციელდა. ლევან ზაუტაშვილმა მოსახლეობას მომავალ წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და პროცესებში სამხარეო ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.