შეხვედრა ანანურის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობასთან

2 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ანანურის მოსახლეობას, მოისმინა ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლების პრობლემების შესახებ და ადგილობრივებთან ერთად აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. გუბერნატორმა ბოლო წლების განმავლობაში ანანურში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობის შესახებამც მიიღო ინფორმაცია. შეხვედრის დასასრულს ლევან ზაუტაშვილმა ანანურის მოსახლეობას მომავალი წლის გეგმები გააცნო და პროცესებში სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სრული ჩართულობა დააანონსა.