შეხვედრა ქ. დუშეთის მოსახლეობასთან

გრძელდება მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ვიზიტები დუშეთის მუნიციპალიტეტში. 23 თებერვალს ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ქ. დუშეთის მოსახლეობას. გუბერნატორი გაეცნო ქალაქში არსებულ ვითარებას, გაესაუბრა მოსახლეობას, მოისმინა არსებული პრობლემების შესახებ და იმსჯელა მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე. ლევან ზაუტაშვილმა ქალაქის მცხოვრებლებისგან ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგების შესახებაც მოისმინა: რამდენად ეფექტური იყო აღნიშნული სამუშაოები და აისახა თუ არა ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შეხვედრის დასასრულს გუბერნატორმა მოსახლეობას ქ. დუშეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პროცესებში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სრული ჩართულობა დააანონსა.