შეხვედრა ძალისის მოსახლეობასთან

6 თებერვალს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ძალისის მოსახლეობას, უშუალოდ მათგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ტერიტორიულ ერთეულს აწუხებს, მიიღო ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობის შესახებ. გუბერნატორმა მოსახლეობას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე პროცესებში გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სრული ჩართულობა დააანონსა.