შეხვედრა ქსანის მოსახლეობასთან

1 თებერვალს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ქსანის მოსახლეობას, უშუალოდ მათგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც სოფელს აწუხებს, მიიღო ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობის შესახებ. გუბერნატორმა მოსახლეობას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე პროცესებში გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სრული ჩართულობა დააანონსა.