შეხვედრა ლისის მოსახლეობასთან

30 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ლისის მოსახლეობას, უშუალოდ მათგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც დღესდღეობით ტერიტორიული ერთეულის სოფლებს აწუხებთ, მიიღო ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობის შესახებ. გუბერნატორმა მოსახლეობას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე პროცესებში გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სრული ჩართულობა დააანონსა.