სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

4 იანვარს, სამხარეო ადმინისტრაციის სათათბირო დარბაზში გაიმართა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული სამოქმედო გეგმების სისტემატიურ განახლებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის განახლებაზე, გამოკვეთეს მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო პრიორიტეტული პროექტები.