საახალწლო საჩუქარი პატარებს

4 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელები მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ: დაესწრნენ საახალწლო მიუზიკლს, ზღაპრის გმირებთან ერთად იმხიარულეს, გადაიღეს ფოტოები. ამის შემდეგ, პატარებს მაკდონალდსმა უმასპინძლა. უჩვენეს გასართობი პროგრამა. მაკდონალდსი ხშირად უერთდება მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საქველმოქმედო ინიციატივებს.