ჭილაშვილების სასახლის პროექტის განხილვა

26 დეკემბერს, სამხარეო ადმინისტრაციის  სათათბირო დარბაზში, ტურიზმის განვითარების პროგრამის „ RDP 3“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ქ. დუშეთში ჭილაშვილების სასახლის აღდგენის პროექტის მიმდინარეობის საკითხი. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის წინსვლას, კულტურულ-ტურისტული თვალსაზრისით დაწინაურებას და ცხოვრების ტემპის გააქტიურებას მუნიციპალიტეტში.

შეხვედრაზე, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი უძღვებოდა, ჭილაშვილების მუზეუმის რესტავრაციის რამდენიმე ალტერნატიული მოდელი განიხილეს. საბოლოო ვარიანტის შერჩევა უახლოეს მომავალში მოხდება, რის შემდეგაც უშუალოდ სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება იქნება შესაძლებელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები ბესიკ თალაკვაძე და მანანა ნარიმანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, პარლამენტარი ირაკლი ტრიპოლსკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.