საქართველოს დემოგრაფიული განვითარების სტრატეგია

25 დეკემბერს, სამხარეო ადმინისტრაციაში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის ინიციატივით გაიმართა პრეზენტაცია თემაზე -„საქართველოს დემოგრაფიული განვითარების სტრატეგია“. პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლების ინფორმირება ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობისა და ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დამფუძნებელმა და ფონდის საპატიო თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, ფონდის თავმჯდომარესთან თამარ ჩიბურდანიძესთან ერთად დემოგრაფიული საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა. პრეზენტაციის ფარგლებში დეპუტატმა ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები მიმოიხილა, ხელისუფლების მიერ ამ გამოწვევის წინააღმდეგ შემუშავებულ პოლიტიკაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა გადადგმულ ნაბიჯებს შობადობის მაჩვენებლის ზრდისა და სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ბალანსირების მისაღწევად. 

ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურია: შემუშავდა დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, ხორციელდება არაერთი პროექტი, პროგრამა და ინიციატივა, რომელთა პოზიტიური შედეგები ხანგრძლივ პერსპექტივაში კიდევ უფრო ეფექტური იქნება.