სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

18 დეკემბერს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა.  აღნიშნულ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს მცხეთის, დუშეთისა, ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი პროექტები, რომლებმაც გაიარა შერჩევის პროცედურების ორივე ფილტრი პრიორიტეტულობის დადგენის მიზნით. წარმოდგენილ პროექტებს მიეცა რეკომენდაცია ასახულ იქნეს სამოქმედო გეგმის პროექტში, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოზე განხილვის მიზნით.