ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მუნიციპალური თვითმართველობების წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობს სწავლება მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში. შეხვედრას ესწრებიან გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძე და ადგილობრივ თვითმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნატო მაისურაძე.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 16 ოქტომბერს დაიწყო 18- თვიანი ტექნიკური დახმარების პროექტი საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანიების კონსორციუმი კომპანიის „ Enviroplan S.A. “ ხელმძღვანელობით. პროექტი ითვალისწინებს ოთხ სამიზნე რეგიონის, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის თვითმმართველობების ტექნიკურ დახმარებას მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვაში, შესაბამისი სატარიფო სისტემის განვითარებაში, მუნიციპალური ნარჩენების და სპეციფიკური ნარჩენების სეპარირების და რეციკლირების სქემების პილოტირებაში და ა.შ.