ბიზნეს ფორუმი სამხარეო ადმინისტრაციაში

საქართველო-რუსეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციას რუსული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები ბესიკ თალაკვაძე და თამაზ სუჯაშვილი, რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი შალვა გივიშვილი. კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ინოვაციური პროდუქციის შესახებ ისაუბრეს და  ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მზაობა და სურვილი დააფიქსირეს.

შალვა გივიშვილმა სტუმრებს რეგიონის მწვანე განვითარების მიზნები გააცნო, სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და დღის წესრიგში მდგარ ამოცანებზე ისაუბრა. შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის ასპექტები.