სათბობი რესურსი მცხეთის მუნიციპალიტეტის ოჯახებს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის სეზონზე საშეშე მერქნით მომარაგების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა შესაბამისი მომსახურების შესყიდვა ეროვნული სატყეო სააგენტოსგან, რომელიც წარმატებით განახორციელა მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა. სულ მოხდა 259 კბმ საშეშე რესურსის შესყიდვა და დაურიგდა 130 ოჯახს.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ზამთრის საშეშე მერქნით რეგიონის საბავშვო ბაღები და საჯარო სკოლები უკვე მოამარაგა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი რესურსით უზრუნველყოფა. მცხეთის შემდეგ ანალოგიური მომსახურებით დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ.