ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე

8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში დიდი მწერლისა და სახელმწიფო მოღვაწის იუბილის აღსანიშნავად, ტრადიციულად, ღონისძიება „ილიაობა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში პრემიით „საგურამო“ დაჯილდოვდნენ პოეზიის, პროზის, ხელოვნების, კრიტიკის, თარგმანისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თვალსაჩინო წარმომადგენლები. ილიას მედალი წელს ცნობილ ქართველ მხატვარსა და რეჟისორს რეზო გაბრიაძეს გადაეცა.

ღირსშესანიშნავი დღე, ტრადიციულად, დატვირთული იყო საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებებით. სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ილიას  ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი თემატიკის შესახებ. მწერლის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასრულდა კონცერტით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს თვალსაჩინო წევრები.