ქართულ-ესპანური თანამშრომლობის პერსპექტივა

8 ნოემბერს, სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების სააგენტოს ინიციატივით,  ქართულ-ესპანური ბიზენს ფორუმი გაიმართა. ფორუმს უძღვებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი. სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღეს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ბესიკ თალაკვაძემ, რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა შალვა გივიშვილმა, რეგიონის ბიზნეს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. ესპანურ მხარეს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის, დაპროექტება-მშენებლობისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე ვალენსიის რეგიონის ბიზნესმენთა ჯგუფი.

ბიზნეს ფორუმზე განხილულ იქნა ქართულ-ესპანურ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული საკითხების ფართო სპექტრი. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გააცნეს და აღნიშნული გამოცდილების გაზიარების პერსპექტივაზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ლევან ზაუტაშვილის განცხადებით ქართულ-ესპანური ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. სამხარეო ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნული წამოწყების ხელშეწყობის მიზნით, ქმედითი ნაბიჯები გადადგას.