დასუფთავების აქცია საგურამოში

5 ნოემბერს, ა(ა)იპ-ის მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET სტუდენტებმა, ა(ა)იპ-ის  მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები წარმომადგენლებმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეებმა ბესიკ თალაკვაძემ და მანანა ნარიმანიძემ.