მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიციაზე ბესიკ თალაკვაძე წარადგინა. ბესიკ თალაკვაძე პროფესიით ეკონომისტია. მას აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 

მიმდინარე წლის 25 ოქტომბრიდან ბესიკ თალაკვაძე მცხეთა-მთიანეთის ვიცე გუბერნატორის პოსტს ჩაიბარებს.