სოფელ ჩანადირთკარის გაზიფიცირება მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარის გაზიფიცირება მიმდინარეობს. აშენდა 10,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 155 პოტენციურ აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის ქსელში. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამადოვმა სოფელ ჩანადირთკარში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.

2013 წლიდან დღემდე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11 ათასამდე აბონენტს მიეცა.