დავასუფთაოთ საქართველო

15-17 სექტემბერს, საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი შეუერთდა. ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, მცხეთისა და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტებში დასუფთავების მასშტაბური აქციები მოეწყო. კამპანია რეგიონში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზაციული მხარდაჭერით განხორციელდა.

აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენებისგან გაიწმინდა ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ანტისანიტარიული უბნები: სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორია (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), სიონის წყალსაცავის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტყის მასივი (თიანეთის მუნიციპალიტეტი), ლამოვანის გზის 15 კმ-იანი მონაკვეთი (დუშეთის მუნიციპალიტეტი), სოფლები: მუხრანი, წეროვანი, გალავანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი), ქ. მცხეთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტი).

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წლიდან ხორციელდება. კაპანიის მიზანია  ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა დედამიწაზე. მასში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. საქართველო აღნიშნულ კამპანიას 2010 წლიდან შეუერთდა.