გუბერნატორი რეგიონში პროექტების მიმდინარეობას ეცნობა

14 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. გუბერნატორი ადგილზე გაეცნო პროექტების მიმდინარეობას, დაბა თიანეთის  კულტურის სახლისა და სპორტული კლუბის რეაბილიტაციის პროცესს.  

დაბა თიანეთის კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს შ.პ.ს. „სიმვოლ-ის წარმომადგენლობა საქართველოში“. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 213 400 ლარს შეადგენს.  რეაბილიტაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება.