სოფელ ქსოვრისის წყლის ჭაბურღილის მშენებლობა

  15 სექტემბერს, სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა ამერიკულ საქველმოქმედო ფონდ „ლდს-ჩერიტი“-ს წარმომადგენლებსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ -გუბერნატორს შორის.

ამერიკული საქველმოქმედო ფონდი „ლდს-ჩერიტი“ აფინანსებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის წყლის ჭაბურღილის მშენებლობას. პროექტის ღირებულება შეადგენს 110 000 ლარს, აქედან 94 000 ლარს გრანტის სახით დააფინანსებს მეგობარი საქველმოქმედო ფონდი.                დღეს,გაფორმდა შეთანხმება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ამერიკულ საქველმოქმედო ფონდ „ლდს-ჩერიტი“-ს შორის. გაფორმებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მადონა ჯიქიამ და მისიის ხელმძღვანელმა მაიკ დონოვანმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, გუბერნატორის მოადგილე მაცაცო ნარიმანიძე, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი და ფონდის წევრები.