წინასაარჩევნო პროცესი რეგიონში

7 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიან დამკვირვებლებს მირიანა კოვაჩევიჩს და ჯონ მილერს და გრძელვადიანი დამკვირვებლის ასისტენტს ოთარ კობახიძეს. შეხვედრას ესწრებოდა სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარინა ზურაბიშვილი.

შეხვედრის მიზანს წინასაარჩევნო პროცესის კოორდინაციის ფარგლებში მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და სამოქმედო გეგმების შეჯერება წარმოადგენდა.  NDI-ს წარმომადგენლებმა გუბერნატორს ორგანიზაციის პროგრამა და განსახორციელებელი ნაბიჯები გააცნეს, მისგან კი შესაბამისი რეკომენდაციები მოისმინეს.  

ლევან ზაუტაშვილი ინსტიტუტის  წარმომადგენლებს სამხარეო ადმინისტრაციისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მისი განცხადებით სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მუდმივ კოორდინაციაშია. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისა და არჩევნებში ჩართული პირების მომზადება, ინფორმირება, შესაბამისი ინსტრუქციებით აღჭურვა. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს ობიექტური და კონკურენტული, მასში მონაწილეობის მიღება კი მოსახლეობის მაქსიმალურად ფართო სეგმენტმა შეძლოს.