წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვები ვაკის პარკს ესტუმრნენ

28 ივლისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ინიციატივით და  სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით, წეროვანში მცხოვრები 9 წლმადე ასაკის 20 ბავშვი თბილისის ვაკის პარკს ესტუმრა.  სხვადასხვა სახის ატრაქციონზე გართობის შემდეგ პატარები ,,მაკდონალდსსაც” ეწვივნენ. ტრანსპორტირების ხარჯები ქურთას მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაიღო.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ინიციატივა ერთჯერადი არ იქნება და ვაკის პარკს, უახლოეს მომავალში, წეროვანში მცხოვრები სხვა ბავშვებიც ეწვევიან.