მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრმა სოზარ სუბარმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც 2 რვასართულიანი კორპუსი აშენდება.

5 880 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს. 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ამით მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა გადაიჭრება.