ჩეხურ-ქართული თანამშრომლობა

მიმდინარე წლის 19 ივლისს, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ჩეხურ დელეგაციას: ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პარდუბიცეს (ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონი) გუბერნატორს, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „NNLAG“ - ის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ წევრები. 

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მცხეთა-მთიანეთისა და პარდუბიცეს რეგიონებს შორის მომავალი პარტნიორობის პერსპექტივები, რომელიც პირველ ეტაპზე ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას  გულისხმობს.

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მიესალმა რეგიონების დაახლოების იდეას. ლევან ზაუტაშვილმა მომავალ თანამშრომლობაში სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სრული ჩართულობა და აქტივიზმი დააანონსა. ჩეხურმა დელეგაციამ, თავის მხრივ, საქართველოს ევროპული კურსის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, მომავალი ჩეხურ-ქართული პარტნიორობა კი ამ კურსის განმამტკიცებელ მორიგ ნაბიჯად შეაფასა.