საბჭოს სხდომა სამხარეო ადმინისტრაციაში

30 ივნისს, სამხარეო ადმინისტრაციაში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, ბატონი გოჩა ზეიკიძის ხელმძღვანელობით საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სხდომაზე განიხილეს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის 6 თვიანი ანგარიში. მეორე საკითხად განხილულ იქნა ქალაქ მცხეთის მერიის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც საბჭოს სხდომის წევრების მიერ ერთხმად იქნა მოწონებული.