ჩეხური გამოცდილება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

 27 ივნისს, სამხარეო ადმინისტრაციაში, „შემოქმედებითი მცხეთა-მთიანეთის“ სამუშაო ჯგუფისთვის გაიმართა სემინარი, რომელზეც განხილულ იქნა ჩეხეთის ერთ-ერთი სოფლის შემოქმედებითი განვითარების გამოცდილება.

სოფელ ხლუმანის მერმა ივანა ვიკოვამ მიმოიხილა ის გზა, რომელიც სოფელმა ბოლო ათი წლის განმავლობაში გაიარა და ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით უპერსპექტივო დასახლებიდან იქცა სამაგალითო შემოქმედებით, ტურისტულ სოფლად, რომლის გამოცდილებაც უკვე არაერთმა სოფელმა გაიზიარა  ჩეხეთში.

რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის შალვა გივიშვილის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის არაერთ სოფელს, მისი მდიდარი  რესურსებიდან და პოტენციალიდან გამომდინარე, სათანადო ინიციატივების გამოჩენის შემთხვევაში, ხლუმანის მსგავსად, შეუძლია გახდეს შემოქმედებითი განვითარების კარგი მაგალითი.

სემინარი გაიმართა რეგიონული განვითარების სააგენტოს პარტნიორი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „აგორა“ ხელმძღვანელის ივანა ბურსიკოვას ინიციატივით.