სამზადისი ილია ჭავჭავაძის იუბილის აღსანიშნავად

 

28 ივნისს, ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლის იუბილის აღსანიშნავად, სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ბატონი გურამ ამირიძე უხელმძღვანელებს.

სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ბატონი გოჩა ზეიკიძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები,  მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმის დირექტორი და სხვა დაინტერესებული პირები.