გუბერნატორი რეგიონში პროექტების მიმდინარეობას ეცნობა

26 ივნისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გივი ზურაბაშვილთან და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს ხელმძღვანელთან გვანცა ხულუზაურთან ერთად დუშეთში მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 13 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი დასრულების პირასაა და უმოკლეს პერიოდში გაიხსნება. ჩინთი-თვალივის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესების დასრულება ასევე უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ბატონი გოჩა ზეიკიძის განმარტებით ეს ორი გზა უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია და მათი ექსპლუატაციაში დროულად შესვლა რეგიონისთვის მეტად საჭირო მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.