ფესტივალი „არტგენი“ მცხეთაში

2017 წლის 12 ივლისს, ქალაქ მცხეთაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების  ფესტივალი „არტგენი“ გაიმართება.

20 ივნისს, სამხარეო ადმინისტრაციაში, ფესტივალის "არტგენი" ორგანიზატორები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამხარეო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის პირველი მოადგილე გურამ ამირიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

შეხვედრის ფარგლებში მოხდა საორგანიზაციო საკითხების განხილვა და ფესტივალის „არტგენი“ ჩატარების საბოლოო დეტალებზე შეთანხმება.