საბჭოს სხდომა სამხარეო ადმინისტრაციაში

19 ივნისს, სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ბატონი გოჩა ზეიკიძის ხელმძღვანელობით საბჭოს სხდომა შედგა.  სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.

სამხარეო ადმინისტრაციის საკონსულტაციო საბჭომ განიხილა სოფ. მჭადიჯვარში სასმელი წყლის მოწყობის, წითლიან ბიბილაანების (ფასანაური) წყალმომარაგებისა და სოფ. ანანურში შიდა ცენტრალური ქუჩების მოასფალტების პროექტები და მცხეთა-მთიანეთის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში მათი ასახვის გადაწყვეტილება მიიღო.