ეროვნული სამოსის დღე მცხეთაში

18 მაისს, ქალაქ მცხეთაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდა  ქართულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა თაობა: მოცეკვავეები, მომღერლები, ხრიდოლის ფედერაციის ცხენოსანთა ჯგუფი. მსვლელობა სვეტიცხოვლის წინ იმპროვიზებული ღონისძიებით დასრულდა.

საზეიმო ღონისძიებას ხალხთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ პატივი მიაგეს წინაპართა ხსოვნას, რომლებმაც საკუთარ შთამომავლობას საუკუნეების განმავლობაში ეროვნული სამოსი და ტრადიციები შემოუნახეს.