შეხვედრა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან

18 მაისს, სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თამარ წულუკიძისა და ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ელინა გედენიძის შეხვედრა გუბერნიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის  მუნიციპალიტეტების კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტის „კულტურის სტრატეგია - 2025“ ბაზაზე, რეგიონის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ამ პროცესში ჩართული პირებისთვის საჭირო  რეკომენდაციების გაწევა.

შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო გეგმის შემუშავების ძირითადი პრინციპები,  არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზადყოფნა ითანამშრომლონ მცხეთა-მთიანეთის გუბერნიასა  და მუნიციპალიტეტებთან და მონაწილეობა მიიღონ რეგიონის კულტურის 2018 წლის სამოქმედო გეგმის როგორც შემუშავების, ასევე განხორციელების პროცესში.