9 მაისი რეგიონში

9 მაისს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მსოფლიოს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ ყვავილებით შეამკეს ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალები, ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგიონის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პატივი მიაგეს მსოფლიო მშვიდობისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას.