დედამიწის დასუფთავების კვირეული

 

20 აპრილს, სამხარეო ადმინისტრაციაში, დედამიწის დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ქალაქ მცხეთის მერიის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანს დედამიწის დასუფთავების კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და დასუფთავების აქციების ორგანიზება წარმოადგენდა. მონაწილეებმა რეგიონის მასშტაბით არსებული რამდენიმე დაბინძურებული კერა გამოყვეს და აღნიშნული მონაკვეთების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდის ღონისძიებებზე შეთანხმდნენ. დასუფთავების აქციებში, ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების გარდა,  საჯარო სკოლების მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთვება.

დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა.