დასუფთავების აქცია სოფელ ჭოპორტში

12 აპრილს, სოფელ ჭოპორტში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ი სამსახურისა და ჭოპორტის თემის ადგილობრივი ხელმძღვანელობის თაოსნობით, ჭოპორტის სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით დასუფთავების ღონისძიება გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან  გაწმინდეს 3 კილომეტრიანი ზონა.

დასუფთავების ღონისძიებების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ინიციატივა გრძელვადიანია, რომლის ფარგლებში, ეტაპობრივად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა დაბინძურებული უბანი და დასახლება დასუფთავდება.