სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

10 აპრილს, სამხარეო ადმინისტრაციაში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ტრადიციული სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ბატონი გოჩა ზეიკიძე უძღვებოდა, განიხილეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და 2017 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ობიექტების ტენდერების მიმდინარეობის საკითხი. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ თითქმის ყველა პროექტზე ტენდერია გამოცხადებული და მათი დაკონტრაქტება აპრილის ბოლოსთვის დასრულდება.

განსაკუთრებული აქცენტი რეგიონში არსებულ დასუფთავების პრობლემებზე გაკეთდა და ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული სხვა პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის ერთობლივი გზები დასახეს.