გერგეტის სამებასთან მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყება

აავტომობილო გზების დეპარტამენტი სტეფანწმინდიდან გერგეტის სამებასთან მისასვლელი შემოვლითი გზის მშენებლობას იწყებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პროექტის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, ახალი, ბეტონის გზის საერთო სიგრძე 5,66 კმ იქნება. პროექტი შპს -მ „ტრანსპროექტი“- შეიმუშავა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 175 ათასი ლარი დაიხარჯა.

 ტენდერი 2017 წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება. როგორც ტურიზმის კუთხით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გზის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება.

პრეზენტაციას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილეები მანაანა ნარიმანიძე და თამაზ სუჯაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი ქირიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი. მე-14 საუკუნეში აგებული ტაძარი, გერგეტის სამება, ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდიდან 6 კმ-ში მდებარეობს.