შეხვედრა ქალაქ მცხეთის ახალგაზრდებთან

ქალაქ მცხეთის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათ როლზე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივებთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძე, პირადად მოისმინა მათი პრობლემები და ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს ქალაქი უკეთესი და სურვილი გამოთქვა სხვადასხვა პროექტის დასახვასა და განხორციელებაში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობის შესახებ. სამომავლოდ რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად დასუფთავების აქციები გაიმართება. 
შეხვედრა, გეთსემანიის ბაღში გაგრძელდა მოკლე ისტორიული ექსკურსით, უძველესი დედაქალაქის მცხეთის, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უცვლელი ისტორიული და სულიერი ცენტრის შესახებ.