დუშეთში რეგიონალური ფოლკლორის საღამო ჩატარდა
დუშეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით 8 აპრილს, დუშეთის კულტურის სახლში რეგიონალური ფოლკლორის საღამო ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს რეგიონში მცხოვრებმა იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურდათ, საკუთარი თვითშემოქმედება საზოგადოებისთვის უფრო კარგად გაეცნოთ. ღონისძიების მიზანი იყო რეგიონებში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ფოლკლორის ახალი ნიმუშების ფართოდ გამომზეურება.
თვითშემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები. მოწვეულმა სტუმრებმა ჟიურის სახით საუკეთესო მონაწილეები გამოავლინეს, რომლებიც შემდგომ, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული საღამოს ჩატარება სავარაუდოდ 2010 წლის აპრილში, ქ.თბილისში, შოთა რუსთაველის აკადემიურ თეატრში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით იგეგმება.
საკუთარი შემოქმედებით, ფოლკლორის რეგიონალური საღამო დუშეთის კულტურის სახლში, ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ გახსნა.
ნომინაციებში გამოვლენილ იქნა საუკეთესო ლექსის მთქმელი, უხუცესი მონაწილე, საუკეთესო ახალი ლექსი, საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფი, ქართული კუთხური ფოლკლორის საუკეთესო მცოდნე და სხვ.
გამარჯვებულ მონაწილეებს სამახსოვრო პრიზები ჟიურის წევრებმა გადასცეს.
პარალელურად, კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ხალხური ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ არდახანს დუშეთის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები სტუმრობდნენ
23 აპრილს, თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დამეგობრების დღე აღინიშნა, რომლის დევიზი იყო “მშვიდობა ჩვენთან, მშვიდობა მსოფლიოში”
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ არდახანის გუბერნატორის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო მოწვევა, რათა ეროვნული სუვერენიტეტისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო პროგრამაში, საკუთარი შემოქმედებით, დუშეთის ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებსაც მიეღო მონაწილეობა.
ამავდროულად დაგეგმილ იქნა ქალაქ არდახანისა და ქალაქ დუშეთის წარმომადგენელთა დამეგობრება.
დუშეთის ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლების გამგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში 21 აპრილს განხორციელდა.
მასპინძელი ქვეყნის წინაშე დუშელი მოზარდები ეროვნული ფოლკლორული პროგრამით წარსდგნენ და ულამაზესი სანახაობით განაცვიფრეს არდახანელი თანატოლები. გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლებლობა უფრო . . .
23-25 აპრილს, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ჩატარდა
2010 წლის 23-25 აპრილს, თბილისში მე-12 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ჩატარდა. გამოფენის ორგანიზატორი იყო საგამოფენო ცენტრი “ექსპოჯორჯია”, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქ. თბილისის მერია. გამოფენაზე მონაწილეობდა 80-მდე ორგანიზაცია; ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის საწარმოები, უმაღლესი სასწავლებლები და ა.შ.
მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ თიანეთის, დუშეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონებთან, რეგიონში არსებულ ტურისტულ სამსახურებთან ერთად მომზადდა საინტერესო საინფორმაციო-სარეკლამო მასალები. რეგიონის საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო მცხეთა_მთიანეთის მხარის ტურისტული შესაძლებლობები, ტურისტული ინფრასტრუქტურა: სასტუმროები, საოჯახო სასტუმრო სახლები, ტურისტული მარშუტები, ტურისტული ადგილები, ხალხური რეწვა, ფოლკლორი, და ა.შ.
გამოფენაზე მოსული სტუმრებისათვის საინტერესო იყო სტენდზე წარმოდგენილი საინფორმაციო . . .
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი “გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების” პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სოფელ საგურამოს ბავშვთა სახლის რეაბილიტირებული შენობის პრეზენტაცია მოეწყო
მიმდინარე წლის 21 ივნისს, სოფელ საგურამოში იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი “გრასრუტის და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებული ბავშვთა სახლის მეორე შენობის რეაბილიტაციის გახსნის ცერომონიალი შედგა.
ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი მასაიოში კამოჰარა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს საგურამოში არსებული ბავშვთა სახლის რეაბილიტაციით კიდევ უფრო გააუმჯობესოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საცხოვრებელი პირობები. პროექტის განხორციელებით უშუალოდ ისარგებლებს 260 ბავშვი, ხოლო მის საერთო ღირებულებას 88, 700 აშშ დოლარი შეადგენს.
მეწყერის გამო, ფასანაური-კიტოხის ცენტრალურ გზაზე სატრანპორტო მოძრაობა შეუძლებელია
ფასანაური-კიტოხის ცენტრალურ გზაზე, სატრანსპორტო მოძრაობა დაზიანებული მონაკვეთის გამო ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამის გამო 13 სოფლის მცხოვრებლებს გადაადგილება ფეხით უწევთ. გზის აღდგენითი სამუშაოების დაწყება შესაძლებელი გახდება მაშინ, როდესაც გეოლოგების დასკვნა, გზის ვარგისიანობის შესახებ იქნება დადებული. იმ შემთხვევაში, თუ აღდგენა შეუძლებელი გახდა, ალტერნატიული გზა არაგვის მარცხენა მხარეს გაკეთდება. დაზაიანებული გზა არაგვის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ფასანაურის მე-11 კილომეტრზე
მდინარე არღუნში გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი ჯერ კიდევ ვერ იქნა ნაპოვნი
მიმდინარე წლის 20 ივნიის, შატილში, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე არღუნმა, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა. შატილის რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ არჭილოს მკვიდრი ბადრი ზვიადაური საკუთარ სახლში ცხენით ბრუნდებოდა, სწორედ ამ დროს გაურკვეველი მიზეზების გამო იგი მდინარეში გადავარდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო.
აღნიშნული ვითარების გამო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, მობილიზებულ იქნა სამაშველო ჯგუფები, საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, თუმცა უშედეგოდ, ამ დრომდე ბადრი ზვიადაურის ცხედრის პოვნა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, ცხედრის ძიება კვლავ მიმდინარეობს.
სოფელ სნოში ვახტანგ გორგასალის ძეგლის პრეზენტაცია მოეწყო
17 ივლისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში, გამოჩენილი ქართველი მეფის _ ვახტანგ გორგასალის მონუმენტი გაიხსნა. აღნიშნული ღონისძიების ინიციატივა სოფელ სნოში უშუალოდ საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის, რომელიც შემდგომ საპატრიარქოს მიერ დაგეგმილი საზეიმო დღესასწაულით განხორციელდა.
საქართველოს პატრიარქმა, მეფე ვახტანგის მიერ განვლილი ცხოვრების იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის, განსაკუთრებულ თავდადებასა და ერთგულებას მოითხოვდა. Kკიდევ ერთხელ აკურთხა ამ უდიდესი მეფის სახელი და იქ მისული უამრავი სტუმარიც დალოცა.
ღონისძიების დამამშვენებელი ნაწილი იყო ასევე ქართული ხალხური სიმღერები, ხრიდოლი, ქართული ესტრადის არაერთ წარმომადგენელთა პატრიოტულ თემაზე შემდგარი სიმღერები და ლექსები.
ზეიმი სოფელ სნოში მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა, რომელიც ბოლოს, ღია ცის ქვეშ სახალხოდ გამართული დიდი ტრაპეზით დასრულდა.
ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში სამედიცინო ამბულატორია გაიხსნა
19 ივლისს, ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში საექიმო ამბულატორიის გახსნის ცერემონია მოეწყო. ამბულატორია აღდგენილია ამქორ-საქართველოს მიერ 2010 წელს, “მცირე სარეკონსტრუქციო პროექტის” ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის (DOS) ფინანსური ხელშეწყობით.
ამჟამად ბაზალეთის დევნილთა კომფაქტურად ჩასახლებულ ცენტრში ცხოვრობს 400 “ახალი” და 40 “ძველი” დევნილი ოჯახი, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომის დროს იძულებით მოუხდათ.
ამჟამად UMCOR-ი ეხმარება აღნიშნულ დასახლებას სამედიცინო და არასამედიცინო ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა საკვების განაწილების ჩათვლით.
ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უკიდურესი საჭიროების პასუხად, UMCOR/საქართველომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციასა და ბაზალეთის დევნილებთან კოორდინაციით, აღნიშნულ ამბულატორიაში ჩაატარა შემდეგი სარეაბილიტაციო სამუშაოები: შეიცვალა შენობის სახურავი, აშენდა ახალი ტიხრები, განახლდა ინტერიერი, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, აშენდა კიბე, მოეწყო სანიტარულ-ჰიგიენური წერტილები, განახლდა წყალ-მომარაგების, კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო-ენერგიის მიწოდების სისტემები.
ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს შეადგენს დასახლებაში ან/და დუშეთიდან ჩამოსული ექიმები და ექთნები.
ბაზალეთის დევნილთა საექიმო ამბულატორია ოფიციალურად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და საქართველოში, აშშ-ს საელჩოში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კენტ ლოგსდონმა გახსნეს და შესრულებული სამუშაოები ადგილზევე დაათვალიერეს.
ამბულატორიის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ასევე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.